სიახლეები
ყურადღება
„საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები (იხილეთ ბმული ცვლილებებსა და სრულ ვერსიაზე)
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები. (იხილეთ ბმული ცვლილებებსა და სრულ ვერსიაზე)
ვაკანსია
დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 6-20 მარტის ჩათვლით, ვებგვერდი www.hr.gov.ge -ს მეშვეობით უნდა ატვირთონ:
1. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. CV ქართულ ენაზე;
3. 2 (ორი) რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: http://eqe.ge/res/docs/167.pdf
გისურვებთ წარმატებებს!
ცვლილება
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები. (იხილეთ ცვლილებები და სრული ვერსია)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოქმედებს სტუ-ს წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განახლებული დებულებით, სტრუქტურითა და შემადგენლობით მოქმედებს 2011 წლის მარტიდან.
