07 ნოე

ტენიკური გადამზადების ცენტრი

2018 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტში გაიხსნა ტენიკური გადამზადების ცენტრი
06 ნოე

ექსკურსია პირველკურსელებისათვის

პირველკურსელებისათვი მოეწყო ექსკურსია: ქვაბთახევში; ალავერდში; უფლისციხეში. ბოდბე-სიღნაღში.
ყველა სიახლე

ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი

                                                   ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი # 207

,,ტელეკომუნიკაციის’’ დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოში საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სფეროს ერთგვარ სამეცნიერო- კვლევით ცენტრს, რომლის ინტერესების სფეროს შეადგენს მასობრივი მომსახურების თეორია და სისტემები, ციფრული კავშირის თეორია, ინფორმაციის თეორია, ხელშეშლამდგრადი კოდირების თეორია და მოდულაცია-კოდირების სისტემები. ამ მიმართულებებით კვლევების შედეგები ფაკულტეტის პროფესორებსა და სპეციალისტებს გამოქვეყნებული აქვთ, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სამეცნიერო გამოცემებში.

   აღნიშნულ  დეპარტამენტში სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე მიმდინარეობს „ტელეკომუნიკაციის“ საგანმანათლებლო პროგრამით. საბაკალავრო პროგრამა განშტოებულია შემდეგ მოდულებად: ტელეკომუნიკაციის ქსელები და სისტემები; მომავალი თაობის ქსელები; ციფრული ტელეკომუნიკაცია;სატელეკომუნიკაციო კომპანიათა მენეჯმენტი. სამაგისტრო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კავშირგაბმულობის ქსელები, კვანძები და ინფორმაციის განაწილება;  ფიჭური მობილური კავშირის ტექნოლოგიები; კავშირგაბმულობის ოპტიკური სისტემები; სიგნალების ციფრული დამუშავება, კოდირება და გადაცემა; სატელეკომუნიკაციო სპექტრის მართვა და რეგულირება; ტელეკომუნიკაციის მარკეტინგი და მენეჯმენტი.
დოქტორანტურაში კვლევის სფეროებია: ანტენების თეორია და პროექტირება; სიგნალების თეორია; კოდირების თეორია; ხელშეშლამდგრადი კოდირება და მოდულაცია-კოდირების სისტემები; მობილური კავშირის განვითარების თანამედროვე კონცეფციები; გამოსახულების ციფრული განაწილების სისტემებში; ინფორმაციის დაცულობა და უსაფრთხოება; ტელეკომუნიკაციის კომპანიათა სტრატეგიული მართვა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზი; მომსახურების ახალი სახეობების დანერგვა.

  1998 წელს კავშირგაბმულობის საგამანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია განხორციელდა მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში (ინგლისი) და დაიწყო სასწავლო პროცესი ევროპული საუნივერსიტეტო მომზადების სისტემით. 2002 წელს მომზადდა ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და UNESCO/CEPES მიერ დამუშავებული მოდელის შესაბამისი დიპლომის დანართი, მინიჭებული კვალიფიკაციის საერთაშორისო გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და ლექციების ციკლის წასაკითხად ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, სხვადასხვა წლებში მიწვეულ პროფესორებად იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების დრექსელის და კორნელის, გერმანიის დარმშტადტის, ულმის, კონსტანცის და ესენის, დანიის ლინგბიუს, შვეციის ლინჩოპინგის და ლუნდის, ინგლისის ლანკასტერის უნივერსიტეტებში, სადაც მათი ხელმძღვანელობით დაცულია 10-მდე სადოქტორო დისერტაცია.