25 მაი

პროექტი - გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები

22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან .
24 მაი

II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 25-26 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
24 მაი

საჯარო ლექციების ციკლი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 1 ივნისს ჩატარდება საჯარო ლექცია „საჯარო ფინანსების რეფორმა“
24 მაი

რუსუდან ქუთათელაძის ინტერვიუ

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე
23 მაი

საჯარო ლექციების ციკლი

“ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის” და “სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის” სტუდენტებისათვის ევროპის  წამყვანი  უნივერსიტეტების პროფესორები 24 და 25 მაისს ჩაატარებენ საჯარო ლექციებს
23 მაი

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 29.08.2016 წლის N155 ბრძანების თანახმად, სწავლის საფასურის ბოლო ¼ გადახდილი უნდა იქნას მიმდინარე სასწავლო წლის 01 ივნისამდე. სტუდენტს, რომელსაც არ ექნება დაფარული სწავლის საფასური 01 ივნისამდე, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.
სიახლეების სრულად ნახვა

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

სასწავლო პროცესის მართვის ავტომატიზირებული სისტემა ”დეკანატი”-ს ლოკალური კომპიუტერული ქსელი, რომელშიც გაერთიანებულია 10 კომპიუტერი. ქსელი უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის დოკუმენტბრუნვის შეუფერხებელ მუშაობას;

   

საბანკო ტექნოლოგიების ლაბორატორია, სადაც თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხორციელდება საბანკო და ფინანსების მიმართულებით სტუდენტების თეორიული ცოდნის გამყარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;

ინტერნეტ ტექნოლოგიების პორტალი ემსახურება ონლაინ სემინარების ტრანსლირებას, სტუდენტური ინტერაქტიული ინტერნეტ-რადიოს ფუნქციონირებას, ასევე ხელს უწყობს სტუდენტების შემოქმედებითი აქტიობას. პორტალს გააჩნია ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია ვიდეო გაკვეთილები, სამეცნიერო სტატიები და სხვა საინტერესო ინფორმაცია;

2 კომპიუტერული კლასი (მეცხრე და პირველ სართულებზე), სადაც დღის განმავლობაში ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს და პედაგოგს შეუძლია ისარგებლოს კომპიუტერით და ინტერნეტით;

ფაკულტეტის სტრუქტურული დანაყოფები და ყველა დეპარტამენტი აღჭურვილია იმ აუცილებელი კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით, რომელიც საჭიროა სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე წარმართვისთვის. ფაკულტეტის   კომპიუტერები ჩართულია ინტერნეტში.