25 მაი

პროექტი - გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები

22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან .
24 მაი

II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 25-26 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
24 მაი

საჯარო ლექციების ციკლი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 1 ივნისს ჩატარდება საჯარო ლექცია „საჯარო ფინანსების რეფორმა“
24 მაი

რუსუდან ქუთათელაძის ინტერვიუ

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე
23 მაი

საჯარო ლექციების ციკლი

“ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის” და “სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის” სტუდენტებისათვის ევროპის  წამყვანი  უნივერსიტეტების პროფესორები 24 და 25 მაისს ჩაატარებენ საჯარო ლექციებს
23 მაი

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 29.08.2016 წლის N155 ბრძანების თანახმად, სწავლის საფასურის ბოლო ¼ გადახდილი უნდა იქნას მიმდინარე სასწავლო წლის 01 ივნისამდე. სტუდენტს, რომელსაც არ ექნება დაფარული სწავლის საფასური 01 ივნისამდე, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.
სიახლეების სრულად ნახვა

შეხვედრა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე

03/02/2017

შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე

21 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში. სტუმარმა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, პროფესორ ქეთი ქოქრაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ მოწყობილ პარლამენტის იმიტირებულ სხდომაში (კურსის ხელმძღვანელი – პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი). სტუდენტების მიერ ჩატარებული იმიტირებული სხდომა იყო გავლილი სასწავლო კურსის – „საკონსტიტუციო სამართლის“ ერთგვარი პრაქტიკული შეჯამება.
„პარლამენტის სხდომის“ დასრულების შემდგომ სტუმარი შეხვდა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა წარმომადგენლებს, გაიმართა გულახდილი საუბარი უმაღლესი განათლების აქტუალური პრობლემების ირგვლივ. ქალბატონმა მარიამ ჯაშმა უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა მრავალ შეკითხვას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, საჯარო მართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი გენადი იაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სტუ-ს პროფესორი ნუნუ ოვსიანიკოვა, სტუ-ს სწავლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი იური ლომიძე და სხვა პასუხისმგებელი მუშაკები.