ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მითითებებითა და ფაკულტეტის დებულებით.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მონიტორინგის, სწავლების შეფასების თანამედროვე მეთოდებისა და ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, სამსახური ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის/აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვას, ატარებს სტუდენტთა გამოკითხვებს, აანალიზებს შედეგებს და ამუშავებს შესაბამის წინადადებებს.

სამსახურის შემადგენლობა:
უფროსი ნინო ჩიკვილაძე  - ტ. 593300765
მთავარი სპეციალისტი თამარ ბერიძე - ტ. 599220054
მთავარი სპეციალისტი ნანა ახალაია - ტ. 577251207
მთავარი სპეციალისტი თამარ დევიძე - ტ. 551173288

სამსახურის მისამართი: კოსტავას 77, სტუ-ს მე-6 კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 707 ა.