მენეჯერის სამსახური


მენეჯერის სამსახური

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს მენეჯერის სამსახური, რომელიც თავის უფლებამოსილების განხორცილებისას ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით.

სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მენეჯმენტის მთავარი ფუნქციების: დაგეგმვის, ორგანიზების, კოორდინირებისა და კონტროლის განხორციელების შესაბამისად.       

მენეჯერი თავისი სამსახურის მეშვეობით ახდენს შრომის ბაზრის მარკეტინგულ და პროგნოზულ-ანალიტიკურ კვლევას, რის საფუძველზეც ადგენს საგანმანათლებლო პროგრამებისადმი წარდგენილ მოთხოვნათა ნუსხას, საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით. ზედამხედველობას უწევს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ფინანსურ და მატერიალურ- ტექნიკურ უზრუნველყოფას. ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესრულების მიზნით, ადგენს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის ყოველწლიურ გეგმას და პასუხისმგებელია მისი შესრულების მიზნობრიობასა და ეფექტურობაზე. დეკანთან და სათათბიროსთან ერთად ადგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს და შესათანხმებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის შესრულებაზე. კოორდინაციას უწევს სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის, სტაჟირებისა და მათი შემდგომი დასაქმების პროცესს. ახორციელებს დებულებით და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

სამსახურის შემადგენლობა:

მენეჯერი - ზაზა ბუაჩიძე (ტელ: 593 73-73-01)

ელ.ფოსტა: z.buachidze@gtu.ge

მთავარი სპეციალისტი - ლუდმილა კვეკვესკირი (ტელ: 551 59-48-58)

ელ.ფოსტა: l.kvekveskiri@gtu.ge

მთავარი სპეციალისტი - გიორგი ბოცვაძე (ტელ: 551 08-02-35)

ელ.ფოსტა: g.bocvadze@gtu.ge

(მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77, მე-6 კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 708)