Erasmus+ - სალექციო კურსი ინტერაქტიულ 3D OpenGL გრაფიკულ პროგრამირებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე

07/21/2019 24-28 მაისს, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური  პერსონალის მობილობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის, პოლონეთის ჟეშუვის იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი სამოეჟ სლავომირი (კომპიუტერული და მართვის ინჟინერინგის დეპარტამენტი). 
 
პოლონელმა პროფესორმა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექციების კურსი ინტერაქტიულ 3D OpenGL გრაფიკულ პროგრამირებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

ვიზიტის ფარგლებში, პროფ. სლავომირი შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებს, ასევე, პროფესორებს, თამარ ლომინაძესა (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) და სიმონ ნემსაძეს (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი). სამუშაო შეხვედრებზე პოლონელმა სტუმარმა ისაუბრა თავის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე და მიღწევებზე.

პროექტის დისიმინაციის თვალსაზრისით, სტუ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებული იყო სოციალურ-კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სასწავლო ვიზიტი კახეთში. საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დროს განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ახალი ერთობლივი საპროექტო წინადადებების მომზადების შესაძლებლობები სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებთან, ევროპისა და აზიის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა შვედეთი (KTH), ესპანეთი (UPV), ინგლისი (Keele University), ფინეთი (TUAS), ბელარუსი (BSU, BrSTU), ყაზახეთი (AUPET, TarSU, BPAMC, ND&C), სომხეთი (NUACA, NPUA, MoESA, YeTRI) და საქართველო (MoECS, BSU).

სიახლეებში დაბრუნება