Erasmus+ - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელთა მობილობა ტრეინინგის მიზნით სტუ-ში

04/03/2019 Erasmus+ - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელთა მობილობა ტრეინინგის მიზნით სტუ-ში11-15 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ თურქეთის აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (Afyon Kocatepe University – AKU) მეცნიერ-თანამშრომლები რეცეპ კურტულუსი და კანსუ კურტულუსი.

ახალგარზდა თურქი მკვლევრები სტუ-ში იმყოფებოდნენ ტრეინინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლები ახლოს გაეცნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მასში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებს. იმყოფებიდნენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, სადაც პროფესორმა ზვიად კოვზირიძემ და სხვა კოლეგებმა დაათვალიერებინეს ფაკულტეტის ლაბორატორიები. სტუმრებმა ისაუბრეს თავიანთ სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებზე. 

რეცეპ და კანსუ კურტულუსებმა დაათვალიერეს ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა და გეოლოგიის დეპარტამენტის პოპულარული მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრებში თურქმა კოლეგებმა ისაუბრეს თურქეთის საგანმანათლებლო სისტემაზე, ასევე, აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტზე და იქ მიმდინარე სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესებზე და ქართველ კოლეგებს საკმაოდ მიმზიდველი პრეზენტაციაც წარმოუდგინეს აფიონის შესახებ.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ფარგლებში თურქმა სტუმრებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

სიახლეებში დაბრუნება