13 სექ

სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები - 2019

2019 წლის 25 ივლისის გაზეთ „რეზონანსში“ სტუ-ს აკადემიური თანმდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე დარგობრივი საკონკურსო კომისიების მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ფაკულტეტებისა და საგანთა ჯგუფების მიხედვით

ყველა სიახლე

სატრანსპორტო და მანქნათმშენებლობის ფაკულტეტი ეტალონში!

   2011 წლის 30 იანვარს ,,ეტალონის" გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტები. საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში ინოვაციური მიგნებებისა და წარმატებული მენეჯმენტისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტს, 2010 წლის სახელმწიფო უნივერსიტეტების ფაკულტეტებს შორის, ,,ეტალონი ფაკულტეტის" ტიტული მიენიჭა. მონაწილეთა გულშემატკივრებთან ერთად, თამაშს ესწრებოდნენ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ოთარ გელაშვილი, მომღერალი ბორის ბედია და კომპანია ,,თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
  ,,ეტალონში" მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები: ნინო ბაშალეიშვილი (II კურსი), ნიკა ნანავა ( III კურსი), თამარ ჩალაძე  (III  კურსი), თორნიკე ბოლქვაძე (II  კურსი), სალომე ჭიჭინაძე (III  კურსი), ომარ გერგაია (III კურსი), გიორგი მაისურაძე (III კურსი), ხატია ქვაბელაშვილი (I  კურსი), ანა კვარაცხელია (III კურსი) და ივანე აფრიამაშვილი (III  კურსი). ამ ათეულიდან ფინალში ერთმანეთს გიორგი მაისურაძე, ხატია ქვაბელაშვილი და ანა კვარაცხელია ეჯიბრებოდნენ. ეს უკანასკნელი დანარჩენებზე სწრაფი და იღბლიანი აღმოჩნდა და გადაცემის გამარჯვებულიც სწორედ ის გახდა. თამაშის ბოლოს ფაკულტეტის დეკანსnოთარ გელაშვილსა და  ფინალისტებს გაესაუბრა ჟუნალი ,,რეიტინგის" ჟურნალისტი.