დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან.

მშენებლობის სადოქტორო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველმა თუ წარმოადგინა B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი, თავისუფლდება გამოცდისაგან უცხო ენაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებულია გაიაროს ტესტირება სტუ-ის საგამოვდო ცენტრში ერთ–ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა ხელოვნური ნაგებობებიი სადოქტორო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველებმა თუ წარმოადგინა B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თავისუფლდება გამოცდისაგან უცხო ენაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებულია გაიაროს ტესტირება სტუ-ის საგამოცდო ცენტრში ერთერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

  სამხედრო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა   საფაკულტეტო დროებით კომისიასთან გასაუბრების დროს უნდა შესძლონ ერთ-ერთ უცხო ენაზე (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგული,რუსული) ტექსტის წაკითხვა და თარგმნა სამხედრო საინჟინრო ან სამხედრო ტექნიკურ დარგში.

წყლის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველებმა თუ წარმოადგინა B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თავისუფლდება გამოცდისაგან უცხო ენაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებულია გაიაროს ტესტირება სტუ-ის საგამოცდო ცენტრში ერთერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).
წყლის ინჟინერიის ინგლისურენოვან  სადოქტორო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველებმა თუ წარმოადგინა ინგლისურ ენაში B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თავისუფლდება გამოცდისაგან უცხო ენაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებულია გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაშისტუ-ის საგამოცდო ცენტრში.

საერთაშორისო ურთიერთობებისადოქტორო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება  არ მოეთხოვებათ.

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ჩააბარონ  გამოცდა ერთერთ უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)  სტუ-ის საგამოცდო  ცენტრში.

მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის  სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, ჩარიცხვის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ინგლისური ენის B2 (ALTE) დონეზე ცოდნის დამადასტურებელი  სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის კურსი გავლილი და დასრულებული აქვს ინგლისურ ენაზე. სხვა შემთხევაში, ჩარიცხვის კანდიდატი აბარებს გამოცდას უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ესპანური, იტალიური, თურქული), რომელიც ტარდება სტუ-ის საგამოცდო  ცენტრში.

არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატს მოეთხოვება ერთერთი უცხოური  ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. უცხოური ენის B2 (ALTE) დონეზე ცოდნის სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის კურსი გავლილი და დასრულებული აქვს ამ ენაზე. სხვა შემთხევაში, ჩარიცხვის კანდიდატი აბარებს გამოცდას უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული), რომელიც ტარდება სტუ-ის საგამოცდო  ცენტრში.

სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებზე  ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება  არ მოეთხოვებათ.

თეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა გაიაროს ტესტირება სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები), სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ.

ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტისადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის სტუ-ის საგამოცდო ცენტრში ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

ინფორმატიკის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს უნდა გააჩნდეთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი ინფორმატიკაში, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკაში. უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)  B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა გაიაროს ტესტირება სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები), სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის (ინგლისურენოვან)  სადოქტორო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:  ფლობდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სადოქტორო პროგრამის მომიჯნავე სფეროში, კერძოდ ელექტრული ინჟინერია, ქიმიური ინჟინერია, სამედიცინო ფიზიკა, ფიზიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიოლოგიური და სამედიცინო მეცნიერებები ან მონათესავე სპეციალობები.
მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა - აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში ან წარმოადგინოს ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი. ინგლისური ენის ცოდნა აპლიკანტს მოეთხოვება B2 დონეზე. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ ან გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამები გამოცდის ჩაბარება ან სერთიფიკატების წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

აგრარული ტექნოლოგიების სადოქტორო პროგრამაზეჩარიცხვის მსურველებს უნდა გააჩნდეთ აგრარული მეცნიერებების, ქიმიისა და ბიოლოგიის/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების/გამოყენებითი ბიომეცნიერებების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი. უნდა ჩააბარონ  გამოცდა ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული), რომელიც ჩატარდება სტუ-ის საგამოცდო  ცენტრში

მეცხოველეობის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ჩააბარონ  გამოცდა ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)  სტუ-ის საგამოცდო ცენტრში.    

სატყეო საქმის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს უნდა გააჩნდეთ სატყეო საქმის, აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, ვეტერინარიის, მეცხოველეობის, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, აგროინჟინერიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებების ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი. ასევე, უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური გერმანული, ფრანგული,  რუსული) ცოდნის  დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ გამოცდა ერთ-ერთ უცხო ენაში სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველებს უნდა გააჩნდეთ სასურსათო ტექნოლოგიის, აგრონომიის, ვეტერინარიის, მეცხოველეობის, სატყეო საქმის, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, აგროინჟინერიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი. ასევე, უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური გერმანული, ფრანგული,  რუსული) ცოდნის  დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ გამოცდა ერთ-ერთ უცხო ენაში სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

აგრარული ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს უცხოური ენის ცოდნის - B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ზემოხსებენული სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში აპლიკანტი გამოცდას ჩააბარებს სტუ-ის საგამოცდო ცენტრში, ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული). აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვს უცხოურენოვანი პროგრამები გამოცდის ჩაბარება და სერთიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვება.

მხედველობაში მიიღება აგრეთვე:

  • სამაგისტრო ნაშრომის შეფასება;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
  • სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფი­კა­ტე­ბი, სიგელები, პატენტები და ა.შ.).              

დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს  ერთი წლის სწავლის საფასურის 2250 ლარის მინიმუმ ნახევრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.
ის პირები, რომლებიც ორი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის  დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა) ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება    ცნობილი.


უცხო ენის ტესტების ნიმუშები: