საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვეობის აქტუალური მეცნიერული საკითხები“

05-04-2017

2017 წლის 2-3 ივნისს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია თემაზე:  „თანამედროვეობის  აქტუალური მეცნიერული  საკითხები“

კონფერენციაზე იმუშავებს 11 სექცია:

  1.  აგრარული მეცნიერებანი; 

  2. ბიზნესის ადმინისტრირება; 

  3. განათლება;

  4. ინჟინერია;

  5. მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

  6. სამართალი;

  7. სოციალური მეცნიერებები;

  8. ხელოვნება;

  9. ჯანდაცვა;

  10. ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

  11. მიმართულებათშორისი დარგები ან სპეციალობები. 

მონაწილეთა ელექტრონული რეგისტრაციისა და ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 28 აპრილი, 17-00 სთ. 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული. 

რებულში გამოსაქვეყნებელი სტატიები უნდა გაფორმდეს შემდეგი წესების მიხედვით:

  1. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულ უნდა იყოს თანამდროვე საკითხები, კვლევის მეთოდები და მიღებული შედეგების ანალიზი. ნაშრომის სათაური სრულად უნდა ასახავდეს მის შინაარსს.
  2. ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 8 გვერდს, ნაბეჭდი  1,5 ინტერვალით (ქართული ტექსტი Sylfaen, რუსული და ინგლისური  Times New Roman-12 შრიფტით), გვერდის შემდეგი პარამეტრების დაცვით 20 მმ ოთხივე მხრიდან;
  3. ნაშრომში რეკომენდებულია გამოყენებული იყოს შემდეგი ქვესათაურები: შესავალი, პრობლემის აქტუალობა, კვლევითი კომპონენტის აღწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიღებული შედეგები, დასკვნები და წინადადებები და გამოყენებული ლიტერატურის სია;


ნაშრომი უნდა იყოს გაფორმებული შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ნაშრომის სათაური; ავტორის (ავტორების) გვარი და სახელი; სამუშაო ადგილის დასახელება, სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობა, E-mail და ტელეფონის ნომერი.

  • ძირითადი ტექსტი;

  • გამოყენებული ლიტერატურის სია ბიბლიოგრაფიით: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, ნაშრომის დასახელება, ჟურნალის დასახელება, ნომერი, გამოცემის ადგილი და წელი, გვერდები; წიგნების ციტირებისას - ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, გამოცემის ადგილი და წელი, გვერდების რაოდენობა. (ტექსტში ციტირება უნდა მოხდეს სიაში ნაშრომის  ნომრის კვადრატულ ფრჩილებში მითითებით).

  • რეზიუმე  5-6 სტრიქონი, (დაახლოებით 100 სიტყვა), ინგლისურ ენაზე;

  • ცხრილები და ნახაზები წარმოდგენილ უნდა იყოს: ნუმერაციით, წარწერით და სქოლიოთი;


         

აუცილებელი მოთხოვნები:   

  1. სტატიის გამოქვეყნების,   შრომათა კრებულის და მომსახურების ფიქსირებული ღირებულება მთლიანად  შეადგენს 15 აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

  2. რედკოლეგია უფლებას იტოვებს არ განიხილოს არასწორად გაფორმებული მასალები.

  3. კონფერენციის ჩატარების ადგილია ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი #9.

  4. კონფერენციის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ექსკურსია გორის ღირსშესანიშნავ ადგილებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს.
მისამართი: საქართველო, გორი, ცხინვალის გზატკეცილი #9. ტელეფონები: 0(370) 27 24 08,  0(370) 27 05 57,  +995577 05 13 22; +995 599 29 15 26; +995 571 03 02 04 -  ავთანდილ ლაფაჩი. E-mail: avtolapachi@gmail.com  


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები