ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია

27-03-2017

2017 წლის 20 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია. 

კონფერენციაზე შვიდი სექცია იმუშავებს:

  • ბიზნესი

  • ირანისტიკა

  • მედიცინა

  • მევენახეობა-მეღვინეობა 

  • ჟურნალისტიკა

  • საერთაშორისო ურთიერთობები

  • სამართალი 

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის დარეგისტრირების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი. 

ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები