ღია კონკურსი სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

ღია კონკურსი სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

10-05-2019

სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ღია კონკურსი ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების 5 წლის ვადით დასაკავებლად:

  • ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული;
  • ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული.

I. განცხადებების მიღებისა და კონკურსების ჩატარების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის
    სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი, კონკურსანტის განცხადება,
    კონკურსანტის ანკეტა) გამოქვეყნდება სტუ-ს ვებ-გვერდზე www.gtu.ge
    განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 10–11 ივნისს 10:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე - თბილისი, მ. კოსტავას ქუჩა, #77, მე-9 სასწავლო კორპუსი, ოთახი 413. საკონტაქტო პირი: იური ბაღათურია, ტელ.:593 78 11 42;
  2. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 14 ივნისს. კონკურსის პირველადი შედეგები
    გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 17 ივნისისა, შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ, თვალსაჩინო ადგილზე და სტუ-ის ვებგვერდზე www.gtu.ge
  3. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები
    საკონკურსო კომისიაში მიიღება 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით.

II. საკონკურსო პირობები

  1. კონკურსის ძირითადი პირობები:
    ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც
    აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
    ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს
    მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით)
    უნდა წარმოადგინოს:
    ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ.
    სტუ-ს ვებ–გვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი
    დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და
    ასლი);
    ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
    გ) სამეცნიერო–კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი
    (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის /დაწესებულების ბეჭდით;
    დ) სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის
    /დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის
    ხელმოწერითა და ბეჭდით;
    ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
    ვ) ორი ფოტოსურათი 3X4.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  1. კონკურსი ჩატარდება "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის,
    უნივერსიტეტის წესდებისა და ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში
    მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში
    და ინსტიტუტის ვებგვერდზე;
  2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის
    კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ
    შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო–კვლევითი,
    პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და
    დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით), კონკურსანტთან ჩატარებული
    ინტერვიუს შედეგები;
  3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი
    კანონმდებლობისა.

სიახლეებში დაბრუნება