საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მეცნიერების დეპარტამენტი

სამეცნიერო სექტორი

დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ

საფრანგეთის კვლევითი ინსტიტუტის (National Research Institute of Science and Technology for Environmental and Agriculture) დირექტორის მოადგილე ბატონი პატრიკ ჯინოვე (Patrick Givone) და ამავე ინსტიტუტის საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი რაულ მილლე (Raoul Mille) ა.წ. 28 ივნისს 15:00 საათზე შეხვედრას გამართავენ აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ფაკულტეტზე (გურამიშვილის # 17), სტუ-ს თანამშრომლებისთვის. მათი მიზანია მოიძიონ პარტნიორები ორმხრივი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად Horizon 2020-ის ფარგლებში.აღნიშნული კვლევითი ინსტიტუტი (National Research Institute of Science and Technology for Environmental and Agriculture)იმყოფება საფრანგეთის განათლების სამინისტროსა და საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაქვემდებარებაში. ისინი ახორციელებენ მულტიდისციპლინურ აქტივობებს, რომელიც დაკავშირებულია მიწის რესურსებისა და ბუნებრივი რისკების მენეჯმენტთან, გარემოს ხარისხთან და წყლის მენეჯმენტთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ სამშაბათის (27 ივნისი) 16:00 საათამდე დაადასტუროთ თქვენი შეხვედრაში მონაწილეობა შემდეგ მისამართზე: n.talakhadze@gtu.ge


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2016 წელს ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების ანგარიში


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2015 წელს ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების ანგარიში


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარეობს მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტი, რომლის დასახელებაა „აგრო-კვების კვლევების შედეგების დახვეწა და ინოვაციების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” - SUAFRI – EPC (გრანტი # 605553)
მასში მონაწილე ქვეყნები და ძირითადი ამოცანები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ბუკლეტში 


 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2014 წელს ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების მოკლე ანგარიში 

 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013 წელს ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების მოკლე ანგარიში  



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტი წარმოადგენს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი საქმიანობაა უნივერსიტეტის დეპარტამენტებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში უახლესი ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის საინჟინრო პრობლემების კვლევების ხელშეწყობა და განვითარება, რაც მთლიანობაში განსაზღვრავს ახალ, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე ორიენტირებული განათლების მიღებას.
წინამდებარე გვერდი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი სამეცნიერო ცენტერების, მკვლევარებისა და კვლევების შედეგად მიღებული შედეგების ფართო საზოგადობაში განვრცობისათვის.
 
სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩვენი ქვეყნისათვის ტრადიციულად წარმოადგენს არა მარტო წამყვან საინჟინრო უმაღლეს სასწავლებელს არამედ მძლავრ სამეცნიერო ცენტრსაც, რომლის ავტორიტეტი შეურყევლად მაღალია მსოფლიოს თანამედროვე, წამყვანი სამეცნიერო კოლექტივებისათვის.
სტუ-ს სამეცნიერო ცენტრებში და ლაბორატორიებში მრავალი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა — საინფორმაციო ტექნოლოგიები, მეტალურგიული და ქიმიური ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგია, მანქანათმცოდნეობა და მანქანათმშენებლობა, ავიაცია და კოსმონავტიკა, სამოქალაქო მშენებლობა და არქიტექტურა, კვშირგაბმულობა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სამთო საქმე, გეოლოგია და სხვ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღევანდელი მდგომარეობით მოქმედებს: