სიახლეები

27 ივლ

ძვირფასი ლითონების შემფასებელთა კურსი - 31 ივლისიდან

31 ივლისიდან სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში "ძვირფასი ლითონების  შემფასებელთა მომზადების კურსი" იწყება
26 ივლ

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები და შესაბამისი ადგილების რაოდენობები სტუ-ში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2017-2018 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 18 აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა
26 ივლ

სერვანტესის სახ. გიმნაზია აია-ჯესსი - მადლობის წერილი

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსი მადლობას უხდის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტს  სასკოლო პროცესში აქტიური ჩართულობით მოსწავლეებში ფიზიკისა და ინჟინერიის პოპულარიზაციისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა  კვლევით პროექტებში
21 ივლ

“ციტადელი” ჰოლდინგი - სტაჟირების პროგრამა

“ციტადელი” ჰოლდინგი აცხადებს სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის, მშენებლობისა და სამშენებლო მასალების მიმართულებით
21 ივლ

მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია - 2016/2017 სასწალო წლის შემაჯამებელი ვიდეო კოლაჟი

15 ივნისს შეჯამდა "მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის" მიერ 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების შედეგები
20 ივლ

საერთაშორისო სასწავლო კვირეული და ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

27 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში საერთაშორისო სასწავლო კვირეული და ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
20 ივლ

აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ - 2017/2018 სასწავლო წელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სწავლების ყველა საფეხურზე აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ სტუ-ში 2017 წლის 24 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით
20 ივლ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაობის ფარგლებში შესრულებული დოკუმენტაცია

21 ივლისს, 11:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული) გაიმართება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაობის ფარგლებში შესრულებული დოკუმენტაციის საჯარო განხილვა
19 ივლ

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთა სასწავლო საველე-გეოლოგიური პრაქტიკა ბოლნისის მუნიციპალიტეტში

19 ივლისს, სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტები გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოც. პროფ. სულხან გველესიანისა და აკადემიური დოქტორის ნინო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით სასწავლო-საველე გეოლოგიურ პრაქტიკაზე გაემგზავრნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში
19 ივლ

„საქართველოს უნივერსიადა 2017“ - სტუ-ს მორიგი გამარჯვება

„საქართველოს უნივერსიადა 2017“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა
13 ივლ

დიზაინის საერთაშორისო სკოლის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსის მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების ალბომები შექმნეს
12 ივლ

საზეიმო გამოსაშვები საღამო და დიპლომების დაცვა დიზაინის საერთაშორისო სკოლაში

15 ივლისს, 19:00 სთ., სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში პირველი საზეიმო გამოსაშვები საღამო და დიპლომების დაცვა გაიმართება
12 ივლ

ვებინარი - რძის გადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია/ტრენინგი

4 ივლისს, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის (RECP) ორგანიზებით, სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე (გარემოს დაცვისა და საწარმოო ეკოლოგიის მიმართულება) გაიმართა ვებინარი – რძის გადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია/ტრენინგი
12 ივლ

IPSantarém საზაფხულო კურსი - 2017

2017 წლის 4-14 სექტემბერს სანტარემის პოლიტექნიკური ინსტიტუტი - IPSantarém ატარებს საზაფხულო კურსს
06 ივლ

ვაკანსია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა ასისტენტის პოზიციაზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტის შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტები
05 ივლ

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის თანამედროვე ლაბორატორია სტუ-ში

5 ივლისს,  საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი სტუმრობდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც სტუმრებმა საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის ფარგლებში მოწყობილი თანამედროვე ლაბორატორია დაათვალიერეს და გაეცნენ მასწავლებელთა გადამზადების პროცესს
05 ივლ

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად - 2017

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად - 2017
05 ივლ

სსე სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსი ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე

სს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს მსმენელთა მისაღებად ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე

სიახლეები 1 - 20 of 2432

ბანერები