LMPH პროექტი - კომპიუტერული რესურსცენტრის გახსნის ცერემონია

18-05-2017 20 მაისს, 12:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე (მე-6 კორპუსი, მე-7 სართული, "ა" ბლოკი, კომპიუტერული ცენტრი) გაიმართება კომპიუტერული ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია. რესურსცენტრი აღჭურვილია შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, პროგრამული უზრუნველყოფითა და სახელმძღვანელოებით და მისი ორგანიზება ითვალისწინებს, ხელი შეუწყოს საგნმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, რომლებიც შეიქმნა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე. ესენია საბაკალავრო პროგრამა - „სასტუმრო მომსახურება“ და სამაგისტრო პროგრამა - „სასტუმრო მომსახურების ადმინისტრირება“.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროგრამები შეიქმნა ევროკომიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროგრამის ფარგლებში. LMPH N°544191 Tempus 1-2013-1-PT JPCR პროექტი ითვალისწინებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მომზადებას სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში.

პროექტის კოორდინატორია პროფ. ჟან ნოელ პაშუ (საფრანგეთი), ხოლო საქართველოში პროექტის დირექტორია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფ. ია მოსაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართული არიან ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები, რომელთა მიერ მომზადდა და აკრედიტაცია გაიარა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა. საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია პროფ. მანანა ვასაძე, ხოლო სამაგისტრო პროგრამის - პროფ. მარინა მეტრეველი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები