საზაფხულო სკოლა „საერთაშორისო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და პრაქტიკა"

17-05-2017 10 - 14 ივლისს ჰააგაში (ნიდერლანდები) გაიმართება საზაფხულო სკოლა „საერთაშორისო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და პრაქტიკა" („The Law and Practice of International Dispute Settlement“).

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორია ამსტერდამის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ამსტერდამის ცენტრი.

საზაფხულო სკოლის პროგრამით განხილული იქნება საერთაშორისო დავების გადაწყვეტის საკითხების წარსული, აწმყო და მომავალი, ასევე, გათვალისწინებულია სასწავლო ვიზიტები ჰააგის ცნობილ ინსტიტუციებში.

საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის გადასახადი:
PhD სტუდენტებისთვის: 700 ევრო
რეგულარული: 1495 ევრო

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 18 ივნისი.

საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები