საინფორმაციო შეხვედრა - სტაჟიორთა მისაღებ კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში

17-05-2017 18 მაისს, 16:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა მისაღებ კონკურსთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პროკურატურა აცხადებს (15 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით).

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში, მე–3 სართულზე, ე.წ. „შეხვედრების ოთახში“.

დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს დეტალურად გააცნობენ ინფორმაციას სტაჟიორთა კონკურსის პირობების, მოთხოვნებისა და ეტაპების შესახებ და უპასუხებენ საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები