HEP Software Foundation პრაქტიკული სემინარი ცერნში

20-04-2017 28 მარტს CERN ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (ჟენევა, შვეიცარია) გაიმართა საერთაშორისო ფონდის HEP Software Foundation (HSF) მიერ ორგანიზებული პრაქტიკული სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. სემინარში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, მათ შორის ნოტერდამის, ბრისტოლის, ჩიკაგოს, მასაჩუსეტის უნივერსიტეტები, ასევე, ცნობილი NVDIA  და Qt Company კომპანიების წარმომადგენლები.

პრაქტიკული სემინარის მიზანი იყო არსებული HEP 3D ვიზუალიზაციის აპლიკაციების წარმოდგენა, სამომავლო ტენდენციების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფებს შორის გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებას უძღვებოდნენ მოწვეული სპიკერები: პიტერ მესმერი (NVIDIA) - Rendering, VR; შონ ჰამერი, მაიკ კრუსი, კევინ ოტენსი (KDAB) - Qt3D, C++ 3D graphics; ხესუს ფერნანდესი (Qt Company) - QtWebGL, QtCanvas3D, web-based 3D graphics.

სტუ-ს ბირთვული ინჟინერიის ცენტრმა მოანწილეობა მიიღო ვიზუალიზაციის სესიაში, რომლის მიზანიც იყო event-ების ვიზუალიზაცია დეტექტორის კომპონენტებთან მიმართებაში. წარმოდგენილ იქნა ATLAS Tracer-ი, რომელიც ვებ 3D აპლიკაციაა და შეიქმნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  ATLAS outreach & education-სათვის. ATLAS Tracer-ის დანიშნულებაა, მოახდინოს დეტექტორის კომპონენეტების და event-ების ვიზუალიზაცია. ზემოაღნიშნულ აპლიკაცია იყენებს უახლეს ვებტექნოლოგიებს, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას CAD სისტემების მსგავსი აპლიკაცია. ის არ არის დამოკიდებული ოპერაციულ სისტემაზე და არ საჭიროებს ინსტალაციას. აღსანიშნავია, რომ ATLAS Tracer-მა და მასში გამოყენებულმა ინოვაციურმა მეთოდებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები