პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ

პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ

20-08-2019


პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებძვირფასო პირველკურსელებო, მოხარული ვართ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებთ სწავლას! იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული გამოცდების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ტექნიკური უნივერსიტეტი წინასწარ გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ! 

იმ პირველკურსელებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს“ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადების, ადგილისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.

პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წელი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის 23 სექტემბერიდან იწყება.

აბიტურიენტებმა, რომელებმაც სტუ-ს ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2019-2020 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ:

  • 2019 წლის 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამის ფაკულტეტებზე.
  • საბუთები მიიღება 10:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, კვირის გარდა.

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს“ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე, 2019-2020 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ:

  • 2019 წლის 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამის ფაკულტეტებზე.
  • საბუთები მიიღება 10:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, კვირის გარდა.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • განცხადება (განცხადების ფორმა რეგისტრაციისას დაგხვდებათ)
  • ატესტატი (დედანი და ასლი)
  • პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი)
  • ვაჟებისთვის სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი და ასლი)
  • 2 (ორი) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3 X 4 და მისი ელექტრონული ვერსია (CD დისკით).

რეგისტრაციამდე პირველკურსელებმა უნდა დაფარონ პირველი სემესტრის სწავლების საფასური, ანუ მთლიანი თანხის ნახევარი - 1125 ლარი (თიბისი ბანკში), გადახდის ქვითარი კი უნდა წარადგინონ რეგისტრაციისას.

სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
http://gtu.ge/AboutStu/rekvizitebi.php

მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში:   სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)

საბუთების მიღება წარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე, შემდეგ მისამართებზე:

  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მოსამზადებელი) - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-8 სართული.
  • სამშენებლო ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი 
  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი 
  • სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის III კორპუსი 
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 69; სტუ-ის II და X კორპუსი 
  • სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი 
  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი 
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი 
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი 
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი 
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, ა-ბლოკი 
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი (შესასვლელი გვერდიდან) 
  • აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - გურამიშვილის გამზ. №17, სტუ-ის XI კორპუსი.

 

სიახლეებში დაბრუნება