სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ

სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ

14-08-2019

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების და თანდართული საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა,  10:00-დან 16:00 საათამდე.

  1. სამშენებლო ფაკულტეტი
    მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 538;
    საკონტაქტო ტელეფონი   -  551 10  71 70;
  2. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი
    მ.კოსტავას 77; სტუ-ის VШ კორპუსი, მე- 5 სართული, ოთახი 503;
    საკონტაქტო ტელეფონი - 593 39 31 32;
  3. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი
    მ.კოსტავას 77; სტუ-ის Ш კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 306;
    საკონტაქტო ტელეფონი - 2 38 00 50; 599 39 12  52;
  4. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
    მ.კოსტავას 69; სტუ-ის  X კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 403; 
    საკონტაქტო ტელეფონი - 555 49 86 12;
  5. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი
    მ. კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 573;
    საკონტაქტო ტელეფონი -  577 47 27 09;
  6. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის  ფაკულტეტი
    მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, C ფლიგელი, მე-4 სართული, ოთახი 410ც;
    საკონტაქტო ტელეფონი - 555 58 87 07;
  7. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი -
    მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-9 სართული, ოთახი 909 ა;
    საკონტაქტო ტელეფონი -  577 52 77 29;
  8. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი -
    მ.კოსტავას 77;  სტუ-ის VI კორპუსი,  მე-3 სართული, ოთახი 309 ა;
    საკონტაქტო ტელეფონი -  237 13 19;  599 14 20 80;
  9. დიზაინის საერთაშორისო სკოლა.
    მ.კოსტავას 77; სტუ-ის VШ  კორპუსი, II სათული ოთახი 3;
    საკონტაქტო ტელეფონები:  558  24 74  78;  599 10  56 07;
  10. აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
    გურამიშვილის გამზ. №17, მე-2 სართული, ოთახი №209;
    საკონტაქტო ტელეფონი 593 19 07 72;
  11. ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი
    მ.კოსტავას 77;  სტუ-ის VI კორპუსი, მე-7 სართული,  ოთახი 710ა;   
    საკონტაქტო ტელეფონი -  551 53 60 11;
  12. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
    მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-6 სართული, ოთახი 603ბ;    
    საკონტაქტო ტელეფონი -  593 68 48 00.

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება რექტორის სახელზე, ფაკულტეტისა და  სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
  • აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი და მისი ასლი ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ფოტოსურათი - 4 ცალი, ზომით 3х4 სმ;
  • მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო  ვალდებულთა­თვის);         
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან www.naec.ge
  • ინგლისური ენის (B2.2) დამადასტურებელი დოკუმენტი იმ აპლიკატთათვის, რომლებსაც შემოაქვთ განაცხადი სამაგისტრო პროგრამაზე: „საბანკო საქმის მართვა“ და „ბიზნესის ადმინისტრირება“;
  • თიბისი ბანკში სარეგისტრაციო გადახდის 15 (თხუთმეტი)-ლარიანი ქვითარი.
    (საბანკო რეკვიზიტები: მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი: TRESGE22; მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977259 (მაგისტრატურაში 15-ლარიანი მომსახურების ანგარიში) 

შენიშვნა:
საბუთების მიღება და პირველადი შემოწმება ხდება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში. დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის  განცხადება არ მიიღება.
ფაკულტეტი გასცემს საგამოცდო ფურცელს, სადაც მითითებულია სასპეციალიზაციო გამოცდის თარიღი და ადგილი.
კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისა­თვის ჩატარდება შესაბამის ფაკულტეტებზე.
სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან ნებისმიერ სამ ნაწილში  და სასპეციალიზაციო გამოცდაში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:

  • წაკითხულის გააზრება  - 6,4 ქულა;
  • ანალიტიკური წერა - 7,0 ქულა;
  • ლოგიკური მსჯელობა - 5,2 ქულა;
  • რაოდენობრივი მსჯელობა - 5,2 ქულა.

სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური გამსვლელი ქულა ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი - 65.

  • დამატებით - გასაუბრება ინგლისურ ენაში ჩატარდება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე „საბანკო საქმის მართვა“ და „ბიზნესის ადმინისტრირება“ ჩაბარების იმ მსურველთათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ ინგლისური ენის (B2.2) დონის დამადასტურებელ სეტთიფიკატს.

განცხადების ფორმა

სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების განრიგი
სასპეციალიზაციო გამოცდები ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩატარდება:
1.1 2019 წლის 12 სექტემბერს, სტუ-ს I კორპუსში, კოსტავას ქ. N68, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი (აუდიტორია №403):
10:00 სთ

  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.

1.2 2019 წლის 12 სექტემბერს სტუ-ს VIII კორპუსში, კოსტავას ქ. N75ა, დიზაინის საერთაშორისო სკოლა (აუდიტორია №14);

11:00 სთ

  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა.

1.3  2019 წლის 12 სექტემბერს სტუ-ს საგამოცდო ცენტრში, სტუ- I კორპუსში, კოსტავას . N68, შემდეგი განრიგით:

09:00 _10:00 სთ

  • სამშენებლო ფაკულტეტი;
  • სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი;
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი.

11:00 _12:30 სთ

  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი;
  • სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

13:00 _14:30 სთ

  • აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი;
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი.

15:00 _16:10 სთ

  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი.

1.3. 2019 წლის  13 სექტემბერს სტუ-ს საგამოცდო ცენტრში, სტუ- I კორპუსში, კოსტავას . N68, შემდეგი განრიგით:

09:00 _10:30 სთ

  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

11:00 _13:00 სთ

  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

13:30 _15:00 სთ

  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

1.4. 2019 წლის 11 სექტემბერს გასაუბრება ინგლისური ენაში (იმ აპლიკატთათვის რომლებსაც ვერ წარმოადგინეს B2-2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი) ჩატარდეს  სტუ-ის VI კორპუსში, კოსტავას ქ. N77 ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი (აუდიტორია N706ა):

10:00 _14:00

  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი; (სამაგისტრო პროგრამები „საბანკო საქმის მართვა“ და “ბიზნესის ადმინისტრირება“)
  • ინგლისური ენაში გასაუბრების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს 15:00 საათზე, სააპელაციო განაცხადები მიიღება გასაუბრების ჩატარების ადგილზე 2019 წლის 11 სექტემბერს.  15:00-დან  16:00 საათამდე. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღის 16:00 საათზე.
  • სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები გამოცხადდება, შესაბამისად, 2019 წლის 12 და 13 სექტემბერს  და განთავსდება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 2019 წლის 13 სექტემბრის  10:00-დან  14 სექტემბრის 13:00 საათამდე, მათი განხილვა _ 14 სექტემბერს, 16:00 საათიდან;
  • სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 14 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 9 აგვისტოს ბრძანება N01-09-10/193


სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 9 აგვისტოს ბრძანება N01-09-10/194 


 

სიახლეებში დაბრუნება