სასტიპენდიო პროგრამა "სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020"

სასტიპენდიო პროგრამა "სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020"

05-02-2019 ცხადდება კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაზე "სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020".

საფრანგეთის საელჩო საქართველოში, Campus France სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ყოველწლიურად საქართველოს 15 მოქალაქეს აფინანსებს სამაგისტრო საფეხურზე სწავლის საფრანგეთში გასაგრძელებლად.

"სამაგისტრო სტიპენდიები 2019-2020" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე). პროგრამის გასრულების შემდგომ დიპლომირებული მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში.

პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია: 
სოფლის მეურნეობა
  • განათლება
  • ინჟინერია
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • სამართალი
  • არქიტექტურა
  • საჯარო მართვა
  • მენეჯმენტი
დაინტერესებულ კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

ზოგადად, დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020“ იხილეთ ვებგვერდზე, სადაც წარმოდგენილია სრული ინფორმაცია მოთხოვნილ დოკუმენტებსა და სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის პროცედურებზე.

 

სიახლეებში დაბრუნება