Erasmus+ სალექციო კურსი რკინიგზის რეინჟინერინგის შესახებ კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

Erasmus+ სალექციო კურსი რკინიგზის რეინჟინერინგის შესახებ კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

01-12-2018 15 – 19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ასისტ. პროფ. დავით ჯაფარიძე ერაზმუს+
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა პოლონეთის კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Koszalin University of Technology), სადაც მან სალექციო კურსი წაიკითხა პოლონური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის სალექციო კურსის თემას წარმოადგენდა „საქართველოს რკინიგზის რეინჟინერინგი და მათი პროექტების მართვის ოპტიმიზაცია“. ამასთან ერთად, საჯარო ლექციის ფორმატში, მან სტუდენტებთან ვრცლად ისაუბრა საქართველოს რკინიგზის პოტენციალსა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე.

ასევე, კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში საქმიანი შეხვედრები გაიმართა ენერგეტიკის, სამშენებლო, კვების, ეკონომიკის დეპარტამენტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. პოლონელ კოლეგებთან შეხვედრაზე განხილული იქნა ამჟამად უნივერსიტეტებში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესები და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფ.  დანუტა ზავადზკასთან (Danuta Zawadzka) და Erasmus+ ინსტიტუციონალურ კოორდინატორთან, პროფ. კშიშტოფ როკოშთან (Krzysztof Rokosz). სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

სტუ-ს ახალგაზრდა მკვლევარის მობილობა განხორციელდა Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
.

 

 


 

სიახლეებში დაბრუნება