სტუ-ს ტექნიკური ცენტრის ახალი შენობის გახსნა

სტუ-ს ტექნიკური ცენტრის ახალი შენობის გახსნა

05-11-2018

6 ნოემბერს, 10:45 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტექნიკური გადამზადების ცენტრის ახალ შენობას გახსნის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები სწავლას ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე შენობაში გააგრძელებენ. მათ საშუალება მიეცემათ, პროფესიული უნარები უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში განივითარონ და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ. ახალ შენობაში სწავლების პროცესი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც.


სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის შენობას გახსნიან:

არჩილ ფრანგიშვილი - აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი;

მაგდა მაღრაძე - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი;

ლონა შტოლი - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (აშშ) სექტორის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე;

კრის შლუტერი -  BP საქართველოს გენერალური მენეჯერი;

ანდრეა ჰარსთი - კომპანია Festo Didactic SE-ის ევროპის რეგიონის გაყიდვებისა და საერთაშორისო ბაზრის მენეჯმენტის ხელმძღვანელი.


გახსნის ცერემონიაზე დაგეგმილია:

  • ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება, ისნის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით;

  • თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა

  • ცენტრის შენობისა და ლაბორატორიების დათვალიერება;

  • შეხვედრები პროფესიულ მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან;

  • და სხვ.

ღონისძიების ჩატარების ადგილი:  თბილისი, კახეთის გზატკეცილი #36 (მეტროსადგურ „სამგორის“ უკან) 

_________________

ტექნიკური გადამზადების ცენტრის (GTTC) შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ ფარგლებში. ცენტრის შექმნა მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება-განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას. პროექტი ხორციელედება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. 


 

სიახლეებში დაბრუნება