14 აგვ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების" დეპარტამენტის სტუდენტების სტაჟირება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, კორპორაციაში ორკვირიანი სტაჟირება გაიარეს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა.
17 ივნ

მემორანდუმი მობილობის პროცესის ხელშეკრულების მიზნით

12 ივნისს ხელი მოეწერა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს ,,სპექტრი“ და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.
ყველა სიახლე

მემორანდუმი მობილობის პროცესის ხელშეკრულების მიზნით

06/17/2019 12 ივნისს ხელი მოეწერა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს ,,სპექტრი“ და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.
                     

მემორანდუმის მიზანია ერთი და იგივე ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ,,მებათქაშე“ და ,,მღებავი“ ფარგლებში პროფესიული სტუდენტების მობილობის პროცესის ხელშეწყობა.
აღნიშნული პროგრამები სტუ–ში განხორციელდება სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაში.
მემორანდუმს, რომლის მოქმედების ვადა 5 წელია, ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საზოგადოებრივი კოლეჯის ,,სპექტრის“ დირექტორმა როინ (მათე) ტაკიძემ.
                     

აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პროგრამებისა ტყიბულის სამთო–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში იგეგმება ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის“ პროფესიული პროგრამის და მომზადება/გადამზადების პროგრამის – ,,ამფეთქებელი“ განხორციელება.

 

სიახლეებში დაბრუნება