ჩვენს შესახებ

მოკლე ინფორმაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი შედგება სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა  უმრავლესობა მხოლოდ აქაა დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულია XVIII, XIX და XX საუკუნეების ტექნიკური, საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები.
 
ფონდში ასევე დაცულია ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიც ფასდაუდებელია ტექნიკის (და არა მხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესის  წარმოსადგენად. ამავე ფონდში შეხვდებით ბროკგაუზისა, ლარუსის,  გრანტის უნიკალურ ენციკლოპედიებს.
 
ბიბლიოთეკის წიგნსაცავში დაცული ლიტერატურა  ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზეა დაწერილი. მათი საერთო ოდენობა რამოდენიმე მილიონ საბიბლიოთეკო ერთეულს შეადგენს, რომელთა შორის როგორც წიგნებია, ასევე პერიოდული გამოცემაა. ბიბლიოთეკის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნებისა და ჟურნალების ელექტრონული ბაზა.
 
სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დანერგილია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "KOHA" (http://opac.gtu.ge/), რისი საშუალებითაც შესაძლებელია მოძიება ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურისა (როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული).