31 მარტ

ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში

26 მარტს,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის წრეების მოსწავლეებს, სტუმრად ეწვია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიაში ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების ცენტრის ხელმღვანელი, პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი, რომელმაც გააცნო მოსწავლეებს ქიმიაში ვირტუალური სწავლების პროგრამა. სასახლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლეს ვირტუალური ექსპერიმენტის ჩატარება, თვითშეფასების ტესტებზე პასუხის გაცემა და დადებითად შეაფასეს სწავლების ასეთი მეთოდი. ღონისძიების ხელმღვანელი ია გოდერძიშვილი, პედაგოგი მზაღო გიგაური. #სასახლისსიახლეები #წარმატებაიწყებააქ
14 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!!

აირჩიეთ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის საჭირო საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამები:
1. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია.
2. მეტალურგია;
3. მასალათმცოდნეობა

რადგან .....
იხილეთ ვრცლად
სიახლეების სრულად ნახვა
 
ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი შეკითხვები სწავლის საფასურთან დაკავშირებით:
 
1. როგორ დავიფინანსო სწავლა  ქიმიურ და მეტალურგიულ ფაკულტეტზე?
ტექნიკური უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლის დაფინანსების რამდენიმე შესაძლებლობას. შეგიძლია:
  • მოიპოვო სასწავლო გრანტი.
  • გამოიყენო სტუდენტური სესხი.
  • გადაიხადო სტანდარტულად - დაფარო საფასური სემესტრულად.
 
2. რა ღირს სწავლა ქიმიურ და მეტალურგიულ ფაკულტეტზე?
ქიმიურ და მეტალურგიულ ფაკულტეტზე ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ერთი წლის საფასური, 2015-2016 სასწავლო წლისთვის არის 2250 ლარი.  

3. მეთვლება თუ არა სახელმწიფო გრანტი სწავლის გადასახადში??
კი გეთვლება. იმ შემთხვევაში, თუ გაქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი, გრანტის თანხა გამოაკლდება სწავლის საფასურს.

4. მომიწევს თუ არა რაიმე დამატებითი თანხის გადახდა გამოცდისგადაბარებისთვის?
გამოცდის გადაბარებისთვის  მოგიწევს დამატებითი თანხის გადახდა.
 
5 როდის ხდება ჩემს მიერ სპეციალობის შერჩევა და რა კრიტერიუმებით ახორციელებს.