21 ივნ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!

კომპანია „ავერსი- ფარმა“ გეგმავს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრას 27 ივნისს, 14:00 საათზე ნიკოლაძის სახელობის დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული ).
ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ველით შეხვედრაზე !
21 ივნ

სტუ-ის სტუდენტთა 87 ღია საერთაშორისო კონფერენცია

სტუ-ის სტუდენტთა 87 ღია საერთაშორისო კონფერენცია. ბედნიერებაა ,როცა შენს თვალწინ კრისტალდებიან შენი მომავალი კოლეგები. სხდომას უძღვებოდა ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მაია ცინცაძე.სტუდენტები არაჩვეულებრივად გადმოცემდნენ სამუშაოს, 3იყო სიახლე და ეს ყველაფერი ვიზუალურად (რაც არ მიკვირს) სიყვარულით იყო მოწოდებული.მადლობა ჩემს კოლეგებს ასოცირებულ პროფესორებს: ნანა გეგეშიძეს, რეზო კლდიაშვილს, ჟუჟუნა პეტრიაშვილს, თენგიზ წივწივაძე, ნინო კილასონიას, თამარ გიორგაძეს. სტუდენტმა დათო მარგიევმა პირველი ადგილი დაიმსახურა-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნანა გეგეშიძე.
18 ივნ

პროფესორ რამაზ ქაცარავას აკადემიკოსად არჩევის შესახებ

ვულოცავთ პროფესორ რამაზ ქაცარავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ,,მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის’’ სპეციალობით აკადემიკოსად არჩევას
17 ივნ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2019 წლის 7 ივნისს, ღვინის სახლ „რეზერვში“ გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ ხომასურიძის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - “ღვინის ზადი და ნაკლი“ პრეზენტაცია.
სიახლეების სრულად ნახვა

VIII საერთაშორისო სემინარი

03-10-2018     2018 წლის 11-16 სექტემბერს, ქ. ერევანში გაიმართა VIII საერთაშორისო სემინარი "წარსულის სახეები"- ხელნაწერი და ბეჭდური ისტორიული მემკვიდრეობის შენახვისა და აღდგენის უახლესი ტექნოლოგიები.
სემინარზე მიწვევული გახლდათ, ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი, ქიმიის დოქტორი თამარ გაგანიძე, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია, "საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების წარმოების განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი"-ს ბაზაზე, ეწევა სამეცნიერო- კვლევით სამუშაოებს, ხელნაწერი და საარქივო ფონდების რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით. სემინარზე წარმოდგენილი იქნა კვლევა- "ქაღალდსაფუძვლიანი ისტორიული დოკუმენტების გარეცხვა-ნეიტრალიზაციის ტექნოლოგიური სქემა". თამარ გაგნიძე მრავალი წელია მოღვაწეობს ამ სფეროში, ის არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე და სამეცნიერო სტატიის ავტორია. სემინარზე აღნიშნულ იქნა სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დაინტერესება და ხელშეწყობა ისტორიული მემკვიდრეობის შენახა- დაცვისა და რესტავრაცია- კონსერვაციის სფეროში სამეცნიერო კვლევების განხორციელების საქმეში.





მატანადარანის ხელნაწერთა ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის კოლექტივი