31 მარტ

ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში

26 მარტს,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის წრეების მოსწავლეებს, სტუმრად ეწვია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიაში ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების ცენტრის ხელმღვანელი, პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი, რომელმაც გააცნო მოსწავლეებს ქიმიაში ვირტუალური სწავლების პროგრამა. სასახლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლეს ვირტუალური ექსპერიმენტის ჩატარება, თვითშეფასების ტესტებზე პასუხის გაცემა და დადებითად შეაფასეს სწავლების ასეთი მეთოდი. ღონისძიების ხელმღვანელი ია გოდერძიშვილი, პედაგოგი მზაღო გიგაური. #სასახლისსიახლეები #წარმატებაიწყებააქ
14 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!!

აირჩიეთ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის საჭირო საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამები:
1. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია.
2. მეტალურგია;
3. მასალათმცოდნეობა

რადგან .....
იხილეთ ვრცლად
სიახლეების სრულად ნახვა

მიღების წესი და რეგისტრაცია

აბიტურიენტთა ჩარიცხვა ქიმიურ ტექნოლოგიის და მეტალურგიის
ფაკულტეტზე ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ჩარიცხულ  სტუდენტთა რეგისტრაციას აწარმოებს დეკანატი .
რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

1.   ჩარიცხვის სერტიფიკატი. 
2.   ატესტატის ასლი და ორიგინალი. 
3.   პირადობის მოწმობის ასლი. 
4.   დაბადების მოწმობის ასლი. 
5.   3x4,  4 ფოტოსურათი  და დისკით. 
6.   წვევანდელის მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟის შემთხვევაში). 
7.   განცხადება პირადი მონაცემების შესახებ.