23 მარტ

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„არქიტექტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე საზოგადოება“
25 დეკ
22 დეკ

სტუდენტური კონკურსი: ნაძვის ხის სათამაშო

ნაძვის ხე მოვრთოთ ჩვენი ხელით გაკეთებული სათამაშოებით.
ყველა სიახლე

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი

  • საერთაშორისო კონკურსის - არქიტექტურული პრემია 2018
         2018 წლის 27 დეკემბერი. საქართველოს არქიტექტორმა ასოციაციამ დააწესა ასოციაციის საპატიო ჯილდო და წელს უკვე მეექვსედ არქიტექტურასა და პედაგოგიურ საქმიანობაში ნაყოფიერი და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისათვის ეს ჯილდო გადაეცათ: 

საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, არქიტექტურის დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორს, ემირიტუსის საპატიო წოდების მფლობელს ქალბატონ ნანული თევზაძეს.
  

  • „საქართველოს დამსახურებული არქიტეტორი“
2018 წლის 16 დეკემბერს საქარტველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის კომისიამ „საქართველოს დამსახურებული არქიტეტორის“ წოდება მიანიჭა სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორს თენგიზ მახარაშვილს.

ვულოცავთ ბატონ თენგიზს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებას. ვუსურვებთ ჯამრთელობას და შემოქმედებით წინსვლას!


2018 წლის 27 დეკემბერი. არქიტექტურული პრემია 2018 ნომინაცია „საუკეთესო სტუდენტური პროექტი“ შეირჩა 3 პროექტი. მათ შორის ერთ-ერთი: ქ.თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

ავტორი: სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრი დავით კომახიძე (არქიტექტურის,ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი) ხელმძღვანელი: ნინო იმნაძე


2018 წლის 27 დეკემბერი. არქიტექტურული პრემია 2018 ნომინაცია „რეკოსტრუქცია/რესტავრაცია“ –ში შერჩეული პროექტებიდან საუკეთესო - მრავალფუნქციური შენობა. არსებული ისტორიული შენობის აწევა-რეკონსტრუქცია თბილისში, იალბუსის ქუჩაზე


2018 წლის 27 დეკემბერი. განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატმა, სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამტავრებულმა  სალომე გუგუნავამ წარმატებით დაასრულა სწავლა მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიიღო მაგისტრის ხარისხი არქიტექტურული დიზაინის განხრით. 


2018 წლის 25 დეკემბერს შედგა სტუდენტურ კონკურსში: „სათამაშო არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ნაძვისხისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოება. დაჯილდოებას წინ უძღვოდა  გამოფენა და ჟიურის მუშაობა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა.