აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

ყველა სიახლე

ჩვენს შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოსა და სენატის 2013 წლის 16 დეკემბრის გაერთიანებული სხდომის #15 დადგენილების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებზე უკვე მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შექმნის შემდეგ, სახელმწიფოსაგან განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის შედეგად, ჩამოყალიბდა სრულფასოვან და მაღალხარისხიან განათლების კერად, რომელიც 2016 წლიდან განთავსებულია გურამიშვილის გამზ. #17-ში მდებარე იზოლირებულ ხუთსართულიან შენობაში. საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად დარგობრივი მიმართულებით სწავლებისათვის შენობა აღჭურვილია კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 სხვადასხვა ლაბორატორიით. ფაკულტეტებზე ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი (1.Viticulture and enology, 2.Agronomy) საგანმანათლებლო პროგრამები. ბაკალავრიატის ცხრა პროგრამიდან რვა, სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.
უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის(ბაკალავრიატის) საგანმანათლებლო პროგრამებია:
აგრარული ტექნოლოგიები შეასწავლის–მევენახეობის, მეხილეობის, მინდვრისა და სასათბურე კულტურების წარმოებისათვის კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად უვნებელი პროდუქტების წარმოებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას, აგრარული კულტურების მავნებელი დაავადებებისა და სარეველების გავრცელების პროგნოზირებასა და მათი მოქმედების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანების გამოყენებას აგრარულ ტექნოლოგიებში - დაფინანსებულია 100%-ით.
სასურსათო ტექნოლოგია შეასწავლის–პურპროდუქტების, საკონდიტრო, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ხორცისა და რძის პროდუქტების საკონსერვო წარმოებას, სასურსათო პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ სქემებს, წარმოებისას მიმდინარე ფიზიკო-ქიმიურ, ბიოქიმიურ, მიკრობიოლოგიურ პროცესებს და მათ ანალიზს, სურსათის ხარისხის კონტროლის და ექსპერტიზის თანამედროვე მეთოდებს, სასურსათო ტექნოლოგიაში გამოყენებული სხვადასხვა წარმოების ძირითადი და დამხმარე ნედლეულის შენახვისა და ტექნოლოგიური პროცესებისათვის მომზადების რეჟიმისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას – დაფინანსებულია 100%-ით.
სატყეო საქმე შეასწავლის–ტყემცოდნეობა-მეტყევეობის, ლანდშაფტის დიზაინის, ტყეების ინვენტარიზაციისა და სატყეო მეურნეობის მართვას, ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირების ტექნოლოგიის განხორციელებას, ტყის არამერქნული რესურსების აღრიცხვისა და რაციონალური გამოყენების პრინციპების პრაქტიკულად რეალიზებას, ეკოტურისტული და სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციასა და მართვას, ჩარხდანადგარებთან უსაფრთხო მუშაობაზე ზედამხედველობას –დაფინანსებულია 100%-ით.
აგროინჟინერია შეასწავლის–სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათვისებასთან დაკავშირებული მორწყვისა და დაშრობის თანამედროვე წესებსა და მეთოდებს. თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების შერჩევა-დაკომპლექტებას,ფერმერულ მეურნეობებში სერვისის თანამედროვე ფორმების გამოყენებას, ტექნოლოგიურ-ნაკადური ხაზების მონტაჟს, დიაგნოსტიკას, ოპერატორულ და საექსპლოატაციო მომსახურებას–დაფინანსებულია 100%-ით.
მეცხოველეობა შეისწავლის–ცხოველთა და ფრინველთა კვების, რეპროდუქციის საკითხებს; მეცხოცელეობის პროდუქციის გადამუშავების ტექნოლოგიებს; პროდუქციის წარმოებისა და შესაბამისი პროცესების მართვის სფეროს–დაფინანსებულია 100%–ით.
აგრონომია შეასწავლის–სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების წესებს, სარეველა მცენარეების გავრცელების მდგომარეობას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, მიწათმოქმედების  სისტემას, როგოც აგროტექნიკური, მელიორაციული და ორგანიზაციული ღონისძიებების ერთმანეთთან დაკავშირებულ კომპლექსს, აგრონომიის, ნიადაგმცოდნეობის, მემცენარეობის, მევენახეობის, მეხილეობის, მებოსტნეობის, მცენარეთა დაცვის, საკვებწარმოების, მცენარეთა სელექცია-გენეტიკის, ორგანული სოფლის მეურნეობისა და აგროეკოლოგიის საკითხებს–დაფინანსებულია 100%-ით.
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია შეასწავლის–აგროსაინჟინრო სისტემების დაპროექტებას, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლოატაციის და რეგულირების პროცესში რისკ-ფაკტორების გათვალისწინებას, ბუნებრივი წყლების კლასიფიკაციას და წყლის ხარისხის შემოწმებას, ასევე მონიტორინგის განხორციელებას, ინჟინერიაში დიდი მოცულობის მქონე მონაცემთა ანალიზზე და შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილების შერჩევაზე ორიენტირებულ მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებას და პრაქტიკაში გამოყენებას–   დაფინანსებულია 100%-ით.
მევენახეობისა და ენოლოგიის ძირითად პრინციპებსა და ელემენტებს, ვენახის გაშენების თავისებურებებს, ყურძნის ფიზიოლოგიასა და ყურძნის პროდუქციას, მიკროკლიმატის, ნიადაგისა და სხვა ფაქტორების გავლენას ყურძნისა და ღვინის ხარისხზე, ვაზისა და ყურძნის დაავადებებს, ხილისა და ღვინის მიკრობიოლოგიას, ყურძნიდან ღვინის წარმოების სხვადასხვა მეთოდებს,  წარმოების ეკონომიკურ ასპექტებს, ვენახისა და ღვინის საწარმოს მართვის სისტემებს, დარგის რეგულირების ამოცანებს, მევენახეობისა და ენოლოგიისათვის დადგენილ მოთხოვნებს. თითეულ თქვენგანს ვენახში, ღვინის საწარმოსა და ლაბორატორიაში პრაქტიკული უნარების ათვისების  შესაძლებლობა მოგეცემათ.
მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალაბრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, დამატებითი საკვალისიფკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ერთი სემესტრი გაატარონ მილანის უნივერსიტეტში (იტალია) და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ ორმაგი დიპლომი და კვალიფიკაცია ორივე უნივერსიტეტიდან.დაფინანსებულია 100%-ით.

აგრობიზნესის მენეჯმენტი შეასწავლის–აგრარული და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოთა ეკონომიკას, სტრატეგიულ მენეჯმენტს, აუდიტსა და ანალიზს, აგროპროდუქტების მარკეტინგს, აგროსასურსათო სექტორში მიმდინარე კოოპერაციულ პროცესებს, მოწის, წიაღის, ტყის, წყლის რესურსების და სხვა უძრავი ქონების გამოყენებისა და რაციონალურად მართვის საფუძვლებს, აგროეკოლოგიურ წარმოებასა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, მიწათსარგებლიბასა და კადასტრს, ეკონომიკურ თეორიებს და აგრობიზნესის მართვის ეკონომიკურ-სამართებლივ საფუძვლებს.
ფაკულტეტის სტუდენტები სწავლის პროცესშივე ჩართულები არიან სამეცნიერო პროექტებში, დამოუკიდებლად ატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს.
უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგიები, ორგანული სოფლის მეურნეობა, სატყეო საქმე, მეცხოველეობა, აგრობიზნესის მენეჯმენტი, მევენახეობა-მეღვინეობა, სასოფლო სამეურნეო ჰიდრომელიორაცია, სოფლის მეურნეობის მექანიზაცია.
უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია, აგრარული ეკონომიკა, მეცხოველეობა.
აღნიშნულ სპეციალობებზე ბაკალავრიატში განათლებას იღებს 1768-მდე სტუდენტი, მაგისტრატურაში 71 სტუდენტი, ხოლო დოქტორანტურაში 23 სტუდენტი.
ფაკულტეტის შემადგენლობაში ასევე შედის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი, სადაც ხორციელდება შემდეგი პროფესიული პროგრამები: მელიორატორი (აგრომელიორატორი, ჰიდრომელიორატორი), აგრარული ტექნიკის მექანიკოსი, სასურსათო ტექნოლოგიები.
ისტორიულად საქართველო მიწათმოქმედების, მარცვლოვანი კულტურების მოშენების, მეხილეობის, მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და მდიდარი ტრადიციების ქვეყანაა. საქართველოში განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობა ითვლებოდა ყოველთვის ერის მატერიალურ-კულტურული და სულიერი სიძლიერის წყაროდ. ის არის ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი და ეკონომიკის განმსაზღვრელი ისტორიული სამეწარმეო დარგი. აღნიშნულის დამადასტურებელია მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა.
უდიდესი კულტურული მნიშვნელობის დასტურად „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შეასახებ კონვენციის შესაბამისად 2012 წელს“ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი. ეს აღიარება მოწმობს, რომ ამ დარგის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სწავლების საწყისებს შორეულ წარსულში აქვს ფესვები. ცნობილია, რომ იყალთოს აკადემიაში სხავა საბუნებისმეტყველო საგნებთან ერთად ისწავლებოდა მევენახეობა-მეღვინეობაც. საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსებულია მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრი, რომლის ერთერთი ხელმძღვანელია ბატონი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, აღნიშნულ ცენტრთან მომავალში აუცილებელია აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ურთიერთობა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი ინიციატივა, შექმნილიყო თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომლის ფუნქციონირების აუცილებლობაზე და სამომავლო მიზნებზე იმსჯელეს საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის ინიციატივით ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე: 2015 წლის 4-5-6 ნოემბერს“ გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება“, 2016 წლის 28-29-30 სექტემბერს „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის“. 2017 წლის 25-27 ოქტომბერს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში - ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები.