აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

ყველა სიახლე

ისტორია

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოსა და სენატის 2013 წლის 16 დეკემბრის გაერთიანებული სხდომის დადგენილება № 15-ის თანახმად, სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებზე უკვე  მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შექმნის შემდეგ კი მოხდა მათი თემატური გაერთიანება ერთი ფაკულტეტის ფარგლებში. რომელიც დღეისათვის განთავსებულია იზოლირებულ V სართულიან შენობაში, გურამიშვილის გამზირი № 17.
მთლიანი ფართის ოდენობა: 8083.2 მ2, სასწავლო ფართის ოდენობა: 5849.2 მ2, დამხმარე ფართის ოდენობა: 2010.3 მ2. შენობა აღჭურვილია ლაბორატორიებით,  28 სალექციო აუდიტორიით, 8 საპროფესორო ოთახით, 3 კომპიუტერული კლასით 75 სტუდენტზე, 1 შეხვედრების ოთახით (ვიდეო საკონფერენციო აპარატურის კომპლექტით), ბიბლიოთეკით (წიგნადი და ელექტრონული) და 1 საკონფერენციო დარბაზი (150  კაციანი თავისი მოძრავი ეკრანით "პროექტორი ლინზით"). ფაკულტეტზე ირიცხება: კომპიუტერი 205 ცალი, პროექტორი  20 ცალი, ნოუთბუქი 7 ცალი, მრავალფუნქციური პრინტერი 40 ცალი, ჭკვიანი დაფა 39 ცალი).

ფაკულტეტს დღეისათვის გააჩნია:
კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 სხვადასხვა სახის  ლაბორატორია და 28  აუდიტორია, კერძოდ:
2 ფიზიკის, 2 ბიოქიმიის, 4 აგრონომიის, 4  ნიადაგმცოდნეობის, 2  მიკრობიოლოგია, 2  მცენარეთა ფიზიოლოგია და გენეტიკა, 4 კვების პროდუქტების უვნებლობის, 2  მეცხოველეობის, 4 დენდროლოგიის, 3 საკვებწარმოების, 1 სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის, 1 სოფლის მეურნეობის მექანიზაციის, 1 სითხეების მექანიკის ლაბორატორიები.
ფაკულტეტზე ხორციელდება როგორც ქართულენოვანი ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. ბაკალავრიატის ცხრა პროგრამიდან რვა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.
უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრარული ტექნოლოგიები, აგრობიზნესის მენეჯმენტი, მევენახეობა-ენოლოგია.
უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრარული ტექნოლოგიები, აგრობიზნესის მენეჯმენტი, მევენახეობა მეღვინეობა, მეცხოველეობა,  სასოფლო სამეურნეო ჰიდრომელიორაცია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, მევენახეობა და ენოლოგია. (ინგლისურენოვანი), ორგანული სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, აგრონომია (ინგლისურენოვანი), სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგია.
უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრარული ეკონომიკა, აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია, მეცხოველეობა.
მეცხოველეობის, აგრონომიისა და წყლის რესურსების ინჟინერიის პროგრამები ხორციელდება აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ასუ) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის თანახმადაც, ითარგმნა ის პროგრამები და სახელმძღვანელოები, რომლებითაც ხორციელდება სწავლება აიოვას უნივერსიტეტში.
აღნიშნულ სპეციალობებზე ბაკალავრიატში განათლებას იღებს 1768 სტუდენტი, მაგისტრატურაში 71 სტუდენტი, ხოლო დოქტორანტურაში 23 სტუდენტი.
ფაკულტეტის შემადგენლობაში ასევე შედის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი, სადაც ხორციელდება შემდეგი პროფესიული პროგრამები: მელიორატორი (აგრომელიორატორი, ჰიდრომელიორატორი), აგრარული ტექნიკის მექანიკოსი, სასურსათო ტექნოლოგიები.

სულ ფაკულტეტზე სტუდენტების პროფესიულ აღზრდას ემსახურება 57 პროფესორი (აკადემიური დოქტორი). მათ შორის აკადემიური პერსონალი 11 პროფესორი, 5 ასოცირებული პროფესორი. ხელშეკრულებით მოწვეული 26 პროფესორები, 15 ასოცირებული პროფესორი.